მთავარიპოლიტიკა

ერევანი მხარს უჭერს დამკვირვებლების განთავსებას მთიან ყარაბაღში: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ერევანი მხარს უჭერს დამკვირვებლების განთავსებას მთიან ყარაბაღში.  ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერევანი ყოველთვის მხარს უჭერდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მუდმივი მონიტორინგის იდეას, რომელიც შემოთავაზებული იყო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ 2016 წლის აპრილში ესკალაციის შემდეგ. მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის მონიტორინგის ჯგუფის გაფართოებაზე და შეიქმნას მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების გამოსაძიებლად.

”მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანმა უარი თქვა ამ შეთანხმებების შესრულებაზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არც გუშინ და არც დღეს აზერბაიჯანი არ ყოფილა  დაინტერესებული სტაბილური და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტით. მაგრამ ჩვენი თვალსაზრისი არ შეცვლილა. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამკვირვებლების განთავსებას”, – თქვა მნაცაკანიანმა.

რაც შეეხება სამშვიდობო ძალების ჩართვას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სამშვიდობოების შესაძლო მექანიზმში შესაძლებელია, მხოლოდ ნეიტრალური სახელმწიფოების ჩართვა.

”ნებისმიერ  სამშვიდობო მექანიზმში არ შეიძლება იყოს ჩართული ის, ვინც არა თუ ნეიტრალურია, არამედ კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს“- თქვა მნაცაკანიანმა.

მისი თქმით, ”სამშვიდობო ოპერაციები ყოველთვის იყო ძირითადი პრინციპების ნაწილი და, შესაბამისად, კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი კომპონენტი”. ამ ეტაპზე რთულია სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების ამომწურავი ჩამონათვალის შემოთავაზება”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button