მთავარიპოლიტიკა

სომხეთში მცხოვრები ჯავახელი სომხები მიდიან წინა ხაზზე

სომხეთში მცხოვრები ჯავახელი სომხების რაზმი ბოლო სამხედრო წვრთნებს ატარებს ფრონტის ხაზზე გამგზავრებამდე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში აღინიშნება, რომ არცახში მტრის მიერ აღვირახსნილი ომის შესახებ  გაგებისთანავე  სომხეთში მცხოვრები ჯავახელი სომხები გაერთიანდნენ და რაზმი შექმნეს.

”განწყობა საბრძოლოა, ძალიან მაღალი, ჩვენ ვაპირებთ იმ ცხოველების განადგურებას”, – ამბობს ერთ-ერთი მოხალისე.

ჯავახელი სომხების რაზმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო და მას შეუერთდა წარმოშობით ჯავახელი,  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” წევრი, პატრიოტული კავშირის “ჯავახქის” თავმჯდომარე შირაკ თოროსიანი. სწორედ ის უხელმძღვანელებს ჯავახელთა რაზმს და გაემართება არცახისკენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯავახეთი სამხედრო ყოფნის გარდა, ამ დღეებში მატერიალური დახმარებით სომხეთს და არცახს უდგას გვერდში. ომის პირველივე დღეებიდან ჯავახეთის სომხები რეგულარულად აგზავნიდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ფინანსურ გადარიცხვებს ახორციელებდნენ სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button