
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად განიხილა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება.
”განიხილული იქნა სიტუაცია კავკასიაში, აქცენტი გაკეთდა მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე”, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ევროპაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე. ”კიდევ ერთხელ, შეხვედრის მონაწილეებმა მკაცრად დაგმეს ტერორიზმი მისი ყველა ფორმით”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.