მთავარიპოლიტიკა

რობერტ ქოჩარიანი ჯერ ვერ გაემგზავრება მოსკოვში, ის კოვიდის გამო თვითიზოლაციაშია

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჯერ ვერ გაემგზავრება   მოსკოვში, რადგან ის კორონავირუსით არის დაავადებული. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის აპარატი.

”რობერტ ქოჩარიანს მოსკოვში წასვლა შესტავაზეს მთიანი ყარაბაღის მე-2 და მე-3 პრეზიდენტებმა.  ის  დათანხმდა ამ წინადადების მიზანშეწონილობას, მაგრამ ცნობილი მიზეზის გამო, მისთვის ქვეყნიდან გასვლა სეუძლებელი გახდა.  ”არკადი ღუკასიანისა და ბაკო საჰაკიანის პრემიერ მინისტრთან საუბრის შემდეგ, სასამართლომ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა და პასპორტი დაუბრუნეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციაში შესასვლელად სავალდებულოა კორონავირუსის დიაგნოსტიკური ტესტის ჩაბარება, ამიტომ ქოჩარიანმა გაიარა  ტესტი.

”ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მას დაავადების არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. სამწუხაროდ, არსებულ ვითარებაში, დროებით შეუძლებელი გახდა მოსკოვში გამგზავრება და სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება”, – აცხადებენ ოფისში.

ახლა სომხეთის მეორე პრეზიდენტი თვითიზოლაციაში, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს არცახში ომის შეწყვეტის საკითხს.

ნახეთ მეტი
Back to top button