მთავარიპოლიტიკა

ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ვერიფიკაციური ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში: დავით ტონოიანი აშშ-ს ელჩს

30 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა მიიღო სომხეთში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლინ ტრეისი.

აშშ-ს ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო და იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

ელჩის თხოვნით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ოპერაციებში უცხოელი სამხედროებისა და დაქირავებულთა მონაწილეობის ფაქტს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,  რომ ცეცხლის შეწყვეტის არარსებობის შემთხვევაში, სომხური ძალები განაგრძობენ თავიანთი ამოცანების საიმედოდ შესრულებას. მისი  აზრით,  ზემოხსენებული  პაუზა  შესაძლებელია მხოლოდ ადგილზევე  მისი შენარჩუნების  ვერიფიკაციური ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში.

ნახეთ მეტი
Back to top button