30 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი სამუშაო ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრება, სადაც შეხვდება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს. ამის შესახებ დღეს, 29 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა განაცხადა.
შეხვედრა დაგეგმილი იყო 29 ოქტომბრისათვის, კითხვაზე, თუ რატომ გადაიდო ადრე დაგეგმილი შეხვედრა, ანა ნაგდალიანმა თქვა, რომ ცვლილება სიტუაციურმა და ლოგისტიკურმა გარემოებებმა განაპირობა. ”რაც შეეხება დღის წესრიგს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთისთვის პრიორიტეტი არის ცეცხლის შეწყვეტა, 10 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად. ჩვენთვის პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარება და მისი განმტკიცება შესაბამისი შემოწმების მექანიზმების დანერგვით და ამ დღის წესრიგის გარშემო ჟენევაში გავემგზავრებით”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერ