პოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების “შეტევითი ბირთვის” განადგურებამ შეიძლება გადაწყვიტოს ომის შედეგი: ექსპერტი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების  “შეტევითი ბირთვის” განადგურება საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს საომარი მოქმედებების შედეგი. „Sputnik სომხეთთან“  საუბრისას სამხედრო მრჩეველმა დავით ჰარუთინოვმა ასეთი მოსაზრება გამოთქვა. აქცენტი გაკეთა, რომ აზერბაიჯანის შეტევითი პოტენციალი ნელ-ნელა მცირდება და უფრო და უფრო მეტ უპილოტოებს კარგავს.  

ბოლო დღეებში გამოჩნდა პირველი ცნობები თურქული “ბაირაქტარის” განადგურების  შესახებ. მთელი ბრძოლების განმავლობაში არცახის  შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს  ათამდე ასეთი უმა.

„არ არსებობს გარკვეული სანდო ინფორმაცია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნა  რადიო-ელექტრონული საწინააღმდეგო ზომები, გარკვეული საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ  მოწყობილობის კონტროლის უკმარისობის გამოწვევა ან ოპერატორისმხრივ  კონტროლის დაკარგვა”, – თქვა ჰარუთინოვმა. ძნელი სათქმელია, არის თუ არა სომხური მხარის შეიარაღებაში ასეთი სისტემები, რადგან “ბაირაქტარის” გამოყენების გამოცდილება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩვენს რეგიონში შედარებით ახალია.

ამასთან, ვრცელდება ჰიპოთეზა ანტიდრონული  სისტემების მომარაგების შესახებ (მედიაში გაჩნდა ცნობები ახალი რადიო-ელექტრონული საბრძოლო სისტემების შესახებ -რედ.)

რაც შეეხება ზოგადად საომარი მოქმედებების მიმდინარეობას, შეგვიძლია ვისაუბროთ აზერბაიჯანული ძალების რესურსების, მათ შორის, გამოსაყენებელი  ტექნიკის ამოწურვაზე.

”მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანის მიერ გამოყენებული საშუალებების უმეტესობა არა მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი უპილოტოებია,  არამედ მაღალი სიზუსტის მქონე საბრძოლო მასალა. ანუ, მათი მოხმარება სამხედრო ოპერაციების დროს ძალიან მაღალია.  მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარაგი მუდმივად მიეწოდება ისრაელიდან, თურქეთიდან და თვითონ აზერბაიჯანის მარაგიც ძალიან დიდია, მე არ გამოვრიცხავ ამ რეზერვების გარკვეულ შემცირებას”, – თქვა ჰარუთინოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button