მთავარიპოლიტიკა

ბუნდესტაგს მწვავე დისკუსიები ჰქონდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე

ბუნდესტაგს მწვავე დისკუსიები ჰქონდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა პარლამენტარებს სიტყვით მიმართა და სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა მოახდინოს მეომარ მხარეებზე ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ”აზერბაიჯანმა და სომხეთმა საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა მიუღებელია   საერთაშორისო საზოგადოებისათვის”, – დასძინა მან.

დეპუტატებმა გააკრიტიკეს ევროკავშირის პასიური პოზიცია ამ კონფლიქტის მიმართ  და მოუწოდეს არ შემოიფარგლონ განცხადებებით.

მედიამოქსის ცნობით, მმართველი ფრაქციის წევრმა იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ”თურქეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მოთმინება ამოწურულია”.

მისივე თქმით, აუცილებელია თურქეთისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნა. ”ჩვენ ვხედავთ მის უზარმაზარ მხარდაჭერას აზერბაიჯანის მიმართ. არსებობს ინფორმაცია, რომ თურქეთი სირიიდან ისლამისტებს აგზავნის იქ. აშკარაა, რომ თურქეთს აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ ჩვენ ველით, რომ ნატოს ჩვენი პარტნიორი გამოიყენებს ამ მეგობრობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის და არა ყოველდღე ცეცხლზე ნავთის დასხმის  მიზნით.  თურქეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მოთმინება ამოწურულია”, – თქვა იოჰან ვადეპულმა. მან აღნიშნა, რომ ”მათ ძალიან მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნონ აზერბაიჯანს, რადგან ეჭვი არ არის, რომ სწორედ მან დაიწყო აგრესია. პრეზიდენტმა ალიევმა ნათლად განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამ აგრესიის შეჩერებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ის, რომ აზერბაიჯანი ახლა საუკეთესო სამხედრო პოტენციალშია არ ნიშნავს, რომ ეს მან  ბოროტად უნდა გამოიყენოს. აზერბაიჯანმა უნდა გააცნობიეროს, რომ იგი დაკარგავს ევროკავშირის მხარდაჭერას, თუ ის არ დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდაზე.”

გერმანიის მემარცხენე პარტიის წევრმა გრეგორ გიზმა თურქეთს ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გამოსვლისკენ მოუწოდა. ”არსებულ ვითარებაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება აღარ არის შესაძლებელი. თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაარღვიეს შეთანხმება კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური მოგვარების შესახებ. არც ჩრდილოეთ კვიპროსის და არც ყარაბაღის საკითხში არ შეიძლება დაცული იქნას  ნეიტრალური პოზიცია. ჩვენ ვგმობთ თურქეთის მოქმედებებს, ასევე უნდა შევაჩეროთ მისთვის  გერმანული იარაღის მიწოდება. აუცილებელია თურქეთის მოხსნა მინსკის ჯგუფიდან, მას იქ არაფერი აქვს საერთო ”. ”ქვეყანამ, რომელმაც სომხეთის გენოციდი ჩაიდინა, ეთიკური მიზეზების გამო, მინიმუმ ნეიტრალური უნდა დარჩეს სომხეთთან ნებისმიერი კონფლიქტის დროს და შეწყვიტოს სომხების მკვლელობა”, – თქვა გიზიმ.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი ნატოს ინფორმირების გარეშე ჩაერთო ომში და სირიიდან არა მხოლოდ იარაღი ჩამოიტანა, არამედ დაქირავებული სამხედროები ჩამოიყვანა და გააგზავნა  კონფლიქტის ზონაში.  თუ ნატო გადამწყვეტად არ იმოქმედებს, ის უაზრო სტრუქტურა გახდება”, – თქვა მან. ”მოლაპარაკებების პრინციპების მიუხედავად, მას სურს ძალების ძალით დაბრუნება. გერმანიის მთავრობამ მკაცრად უნდა დაგმოს  ეს. ახლა აზერბაიჯანი ცდილობს დაიპყროს ყარაბაღ-სომხეთის  დამაკავშირებელი გზა და თუ ეს მოხდება, ეს იქნება საბოლოო ჰუმანიტარული კატასტროფა ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის,” – თქვა გრეგორ გიზმა.

თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ბიჯან ჯირ-სარაიმ მოუწოდა ევროკავშირს პასუხისმგებლობისაკენ. მისი თქმით, ევროკავშირი ათწლეულების განმავლობაში დუმდა და ეს საკითხი სამხრეთ კავკასიაში სხვებს შეატოვა.

“მწვანეთა პარტიის” წარმომადგენლის მანუელ სარაზინის თქმით, გერმანია და ევროპა მრავალი წლის განმავლობაში არ ახორციელებენ საკმარის ზეწოლას, რომ შეეცვალათ სიტუაცია მთიან ყარაბაღში.  აქედან ჩვენ გაკვეთილი უნდა მიგვეღო – თქვა მან და დასძინა, რომ ეს ომი უნდა იყოს ევროპული საგარეო პოლიტიკის რუკაზე. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ აზერბაიჯანი არ შეჩერდება, ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

დეპუტატმა მანფრედ გრუნდმა განაცხადა, რომ ”აუცილებელია დონორთა კონფერენციის წამოწყება არცახის აღდგენის მიზნით. ერების თვითგამორკვევაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სხვა პრინციპებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორიზმი და ომი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა”, – თქვა მან. მისი თქმით, გერმანიას არ აქვს უფლება გაიმეოროს 1915 წლის შეცდომა და გაჩუმდეს  უსამართლობის დანახვაზე.  ”დღეს უკვე უნდა დავიწყოთ დონორთა კონფერენცია არცახის აღდგენისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 1915 წლის ისტორია არ განმეორდეს და სულ მცირე რაც შეგვიძლია, ეს არის გამოვისყიდოთ იმ დროინდელი ჩვენი დანაშაული“,  – თქვა გრუნდტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button