პოლიტიკა

თურქი სამშვიდობოების განლაგება კონფლიქტის ზონაში მიუღებელია როგორც სომხეთის, ასევე შეერთებული შტატებისათვის: ტრამპის მრჩეველი

თურქი სამშვიდობოების განთავსება მთიან ყარაბაღში მიუღებელია როგორც სომხეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენმა ლოს-ანჯელესში სომხურ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს.

”სამჯერ იქნა მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და იგი სამჯერ დაირღვა. აშკარაა, რომ რეგიონში ვერ ხერხდება  ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობოების გარეშე. სამშვიდობოები არ უნდა წარმოადგენდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, ისევე როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის  მეზობელ ქვეყნებს. თურქი სამშვიდობოების განლაგება ყარაბაღში მიუღებელია როგორც სომხეთის, ასევე შეერთებული შტატებისათვის”, – თქვა ობრაიენმა

მან ხაზი გაუსვა, რომ მასთან პირადი საუბრების დროსაც, თურქეთის მაღალჩინოსნები უარყოფენ ტერორისტების აზერბაიჯანში გადაყვანის ფაქტს.

”აზერბაიჯანს აქვს უპირატესობა ომში, რადგან მან ნავთობის რესურსების ხარჯზე უზარმაზარი იარაღი შეიძინა. გარდა ამისა, თურქეთი აზერბაიჯანს ყველანაირად უჭერს მხარს, აწვდის იარაღს და ტერორისტებს ქირაობს. მაგრამ თურქეთში ისინი ამას უარყოფენ, მაშინაც კი, როდესაც მელაპარაკებიან”, – თქვა ტრამპის მრჩეველმა.

ობრაიენმა ასევე თქვა, რომ სომხურ საზოგადოებასთან შეხვედრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოიწყო. მისივე თქმით, თავად ტრამპმა შემომთავაზა შევხვედროდი   “მის სომეხ მეგობრებს  დასავლეთი  სანაპიროდან”.

ნახეთ მეტი
Back to top button