მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს

31 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წერილით მიმართა  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელშიც აღწერილია აზერბაიჯანულ-თურქული სამხედრო აგრესიის შედეგად მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ შექმნილი ვითარება და გამოწვევები. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კერძოდ, წერილში ხაზგასმულია ფაქტი, რომ უცხოელი შეიარაღებული ტერორისტები გადმოყვანილი იქნა  აღმოსავლეთიდან და მონაწილეობენ  მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან საომარი მოქმედებების, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკვე განხორციელებული ხელყოფის ფაქტების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული კონსულტაციები რათა დადგინდეს, თუ რა სახის  შესაძლებელ დახმარებას უნდა ელოდოს  სომხეთის რესპუბლიკა  რუსეთის ფედერაციისაგან „ სომხეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეთა ურთიერთობების აღიარების  1997 წელს 2006 წლის 29 აგვისტოს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“  შეთანხმების მე -2 მუხლიდან გამომდინარე.

ნახეთ მეტი
Back to top button