მთავარიპოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების განლაგების იდეა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ობრაიენი გვთავაზობს სკანდინავიელი სამშვიდობოების განთავსებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

მისივე თქმით, კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი შეიარაღებული სამშვიდობო ძალა არ უნდა შეიცავდეს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს.

”ნებისმიერი ტიპის თურქული შუამავლობა ან სამშვიდობო როლი მიუღებელია როგორც შეერთებული შტატების, ასევე სომხეთისთვის”, – თქვა ობრაიენმა კალიფორნიაში სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე ქვეყანამ უნდა მიიღოს სკანდინავიის სამშვიდობო ძალების იდეა. ჩვენ ვმუშაობთ სკანდინავიის მთავრობებთან, რათა მოვამზადოთ სამშვიდობო ძალები, რომლებიც რეგიონში შეიძლება განლაგდნენ ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების მიზნით”, – თქვა ობრაიენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button