მთავარიპოლიტიკა

არცახელი სომხები ვერ იარსებებენ აზერბაიჯანის შემადგენლობაში: ფაშინიანი Al Arabiya-ს კორესპოდენტთან საუბრისას

მთიანი ყარაბაღის სომხები არ ეძებდნენ დამოუკიდებლობას  ახირების გამო, მათ უბრალოდ არ ჰქონდათ სხვა გმოსავალი  საბჭოთა აზერბაიჯანის შიგნით. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია Al Arabiya-სთან  საუბრისას. მან ხაზი გაუსვა, რომ ეგზისტენციალური საფრთხე პირველად გამოხატეს კულტურული გენოციდით, 1988 წლის მშვიდობიანი გამოსვლების შემდეგ, უკვე ძალადობით, 1991 წლის შემდეგ კი –  სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევით.

შეეხო რა აზერბაიჯანის მოწოდებას, სადაც ის არცახის ომს „ტერიტორიების განთავისუფლებას“  უწოდებს, ეს განთავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა „ყარაბაღი სომხების გარეშე“,  რაც ჩვეულებრივი გენოციდის საფრთხეს წარმოშობს.  

”ეს სიტყვა უნდა ითარგმნოს. ეს ნიშნავს სომხებისგან ყარაბაღის განთავისუფლებას, რაც გენოციდის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ ვამბობთ, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი ყარაბაღი ნიშნავს ყარაბაღს სომხების გარეშე, რაც გენოციდია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ფორმულირება „გამოყოფა გადარჩენისათვის“  ახლა უფრო მეტად უნდა იქნას გამოყენებული მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით”, – თქვა მან.

ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ომის დაწყებისთანავე ყარაბაღის ქალაქები და სოფლები იბომბება.

”სინამდვილეში, ყველასთვის აშკარაა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები, რომლებიც, მე უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის მოსახლეობის 80%-ს ადგენდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ვერ იარსებებენ, მათი თანაარსებობა შეუძლებელია“, – აღნიშნა მან.

მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ  გამოიყენება ტერორისტები და  ტერორისტული მეთოდები.

ფაშინიანის აზრით, ამ  არგუმენტების ერთობლიობა   მთიან ყარაბაღს აძლევს დამოუკიდებლობის უფლებას, რაც საერთაშორისო სამართალში აღნიშნულია, როგორც “გამოყოფა გადარჩენისთვის”.

ნახეთ მეტი
Back to top button