მთავარიპოლიტიკა

არცახის სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას სტეპანაკერტის სარაკეტო ყუმბარებით დაბომბილი ბაზრიდან ვიდეო შეტყობინებას უგზავნის

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა გამოაქვეყნა ვიდეო სტეპანაკერტის სარაკეტო ყუმბარებით დაბომბილი ბაზრიდან. დამცველი შუა ნანგრევებში დგას და ინგლისურად საუბრობს არცახში მომხდარ კიდევ ერთ დანაშაულზე. იგი აღნიშნავს, რომ სარაკეტო შეტევა მოხდა დღეს, მას შემდეგ, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეთანხმდნენ, რომ მიზანში არ ამოიღონ მშვიდობიანი დასახლებები.

ბაზარი ძალზე შორსაა ნებისმიერი სამხედრო ობიექტისგან, ის ქალაქის ცენტრშია. “ამ სარაკეტო შეტევის შედეგად ბევრი მაღაზია განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. დიდი მატერიალური ზარალი მიადგა”, – თქვა ბეგლარიანმა.

ბაზრის გარდა, დღეს ასევე დაბომბეს სტეპანაკერტის, შუშის, მარტუნის, მარტაკერტის და სხვა მრავალი სოფლის საცხოვრებელი უბნები.

დაბომბვის შედეგად 59 წლის მამაკაცი მოკლეს მარტუნის სოფელ ჰერჰერში. ბეგლარიანის აზრით, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სამხედრო დანაშაულების ჩადენას არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, წინასწარგანზრახულად უმიზნებს სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, არცახში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნის მიზნით.

”მე ბრმა ვარ, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგებს შეხებით ვხედავ. ბრმა ვარ, მაგრამ ვმოქმედებ. საერთაშორისო საზოგადოება არ არის ბრმა, მაგრამ ის არ მოქმედებს. საერთაშორისო საზოგადოება ხედავს ყველაფერს ღია თვალებით, მაგრამ სწორ ნაბიჯებს არ დგამს, ამიტომაც  ასეთ დანაშაულებებს ახორციელებენ  აზერბაიჯანელები, და თურქები და ტერორისტები ერთობლივად”, – თქვა ბეგლარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button