
რომის პაპმა ფრენსისმა სომეხთა გენოციდის დროს მოკლული ორი მღვდლი მოწამედ გამოაცხადა. როგორც არგენტინული “infobae” ვებსაიტზე დაყრდნობით გვაცნობებს “არმენპრესი”, ამის შესახებ იუწყება ვატიკანის პრესსამსახური.
რომის პაპმა ბრძანებულების გამოქვეყნების უფლება მისცა, რომელშიც აღნიშნულია: “ღვთის მსახურები, კაპუცინების უმცროსი ბერების ერთობის მღვდლები – ლეონარდ მელკინი და თომას სალეჰი, მოწამეობრივად იქნენ მოკლული 1915 და 1917 წლებში თურქეთში სარწმუნოების მიმართ სიძულვილის გამო”
თურქეთში სომხების გენოციდის დროს ბეირუთიდან 22 კმ-ში ქალაქ ბააბდათში, ორი მისიონერი დააკავეს, აწამეს და მოკლეს.