მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა აღნიშნა, რა თანმიმდევრობით შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტი

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ტერორისტებისა და დაქირავებულთა რეგიონიდან გაყვანა და შემდეგ ამ კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობის შეზღუდვა. სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია “ალ არაბიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტის ასეთი თანმიმდევრობა გამოიყენება. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ გვექნება.

”ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალადობა დასრულდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქაც უნდა გვესმოდეს არსი. ვინაიდან, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლებთან სხვადასხვა დროს იხილავდნენ ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, თურქეთი თავიდანვე ამბობდა, რომ აზერბაიჯანმა არ უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთი ფაქტია, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ამწვავებს ამ კონფლიქტს.

უპასუხა რა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ ამჟამინდელ დაპირისპირებას აქვს თუ არა “გაზის კომპონენტი”, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებებით ზოგიერთი ძალები ცდილობენ ყურადღების გადატანას კონფლიქტის ნამდვილი არსისგან. ამიტომ ამ კონფლიქტს ზოგჯერ ეძლევა გაზის კონტექსტი, ზოგჯერ რელიგიური, ზოგჯერ ტერიტორიული.

”რატომ ამბობენ ისინი ტერიტორიულ დავაზე? რატომ უწოდებენ მას გაზის კონფლიქტს? რატომ უწოდებენ მას ზოგჯერ რელიგიურ კონფლიქტს? ნამდვილი არსისგან გადახრისათვის. რადგან თუ ის დიაგნოზირებული არ არის, ეს პრობლემა სწორად არ აღიქმება, არ მოგვარდება. ამიტომ, ეს ხდება იმ ძალების მიერ, რომლებსაც არ აინტერესებთ პრობლემის არსი, პრობლემის გადაჭრა. ისინი არ არიან დაინტერესებული. მათ მანიპულირება სჭირდებათ, რათა ამ კონტექსტში მოემსახურონ თავიანთ ინტერესებს. ”საერთოდ, რა კავშირი აქვს ამას გაზთან?” – აღნიშნა ფაშინიანმა.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყარაბაღის ხალხისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button