
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო პოტენციალი სერიოზულად არის დაზიანებული, ისინი დაქირაბევულების იემდით არიან დარჩენილი. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
”რამდენიც არ უნდა უარყონ ეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სად და როგორ მუშაობენ ეს დაქირავებულები. დღეს ჩვენთან გამოქვეყნდა ვიდეორგოლები მეორე ტყვე ტერორისტის გამოძიების საქმიდან, ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ ამ მხრივ ბევრი სიურპრიზი გველოდება. მე დავამატებ, რომ ფრონტის ხაზზე დაქირავებული ჯარისკაცებით კონკრეტული დავალებების შესრულების მცდელობა მოწმობს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო პოტენციალი სერიოზულად არის დაზიანებული. დაქირავებულების იმედზე არიან”, – თქვა ჰოვანისიანმა.
მისი თქმით, დღეს არსებითი პოზიციური ცვლილებები არ მომხდარა და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
”ამ დილიდან მოწინააღმდეგის ჯარებმა და ტერორისტულმა ჯგუფებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით, ზოგან მცირე შეტევებით, ზოგან არტილერიით. მათ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს”, – თქვა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ოვანისიანმა განაცხადა, რომ მტერი აგრძელებს აკრძალული იარაღის გამოყენებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ფოსფორის. რეგისტრირებულია მათ მიერ მიყენებული ზიანი, რომელიც მალე გამოქვეყნდება.