მთავარიპოლიტიკა

არმან თათოიანმა საერთაშორისო ექსპერტებს წარუდგინა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბოროტმოქმედება არცახის მოსახლეობის მიმართ

დღეს სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა დაცვის ერთიანი თავისუფალი სამყაროს საერთაშორისო დამფუძნებელ მაჯედ ელ შაფისთან და ისლანდიის პარლამენტის წევრთან ბირგირ თორაინსონთან.

”სამოქალაქო მოსახლეობის მიზანში ამოღება და მათ წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენება, დაქირავებული ტერორისტების აყვანა, სომეხთა მიმართ სიძულვილი და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბოროტმოქმედება და არაადამიანური მოპყრობა აჩვენებს, რომ მათი მიზანი არის არცახში  ეთნიკური წმენდის განხორციელება ტერორისტული მეთოდებით”, – თქვა ადამიანის უფლებათა დამცველმა.

შეხვედრის დროს არმან თათოიანმა წარმოადგინა ფაქტები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ საშინელებებსა  და დანაშაულებზე,  მათ შორის აკრძალული იარაღის გამოყენების, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღების და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმებების  მიაღწევას.

ნახეთ მეტი
Back to top button