პოლიტიკა

არცახის კონფლიქტის ესკალაცია – დასავლეთის წინააღმდეგ თურქეთის ომის ერთი ნაწილი: Jerusalem Post -ის მიმოხილვა

თურქეთის მიერ არცახის კონფლიქტის ახალი ესკალაცია დასავლეთის წინააღმდეგ დაუსრულებელი ომის მხოლოდ ნაწილია. ამის შესახებ წერს Jerusalem Post-ი.

წყაროს თანახმად, თურქეთი სევრის  ხელშეკრულებას  და  ოსმალეთის იმპერიის დაცემას “დიდ შეურაცხყოფად” მიიჩნევს, რაც დასავლეთმა მიაყენა მას. თურქი ხალხის მიმართ განხორციელებული ე.წ. “ისტორიული უსამართლობის” გამოსასწორებლად თურქეთი კონფლიქტებს აქეზებს არაბეთის ნახევარკუნძულზე, ხმელთაშუა ზღვის აუზში და არცახში იმის რწმენით, რომ ამ კონფლიქტებში წარმატების მიღწევით მას შეუძლია  ოსმალეთის იმპერიის ყოფილი დიდების  აღდგენა. ამ მიზნების მისაღწევად, თურქეთის სამთავრობო წრეებმა შეიმუშავეს “შხამიანი პოლიტიკური კოქტეილი”, რომლის კომპონენტებია დასავლეთის შეთქმულებივი  იდეა თურქეთის წინააღმდეგ, მკაცრი პოლიტიკური ისლამიზმი, თურქული ეთნო-ნაციონალიზმი, ოცნება ოსმალეთის ტერიტორიების აღდგენაზე. ეს კოქტეილი რეგულარულად მიეწოდება თურქულ საზოგადოებას, რათა ემსახუროს თურქეთის გლობალურ რასისტულ მიზნებს“, – წერს Jerusalem Post -ი.

ნახეთ მეტი
Back to top button