
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
„უნდა განვაცხადოთ, რომ აზერბაიჯანმა, რომელსაც ჰყავს 10 მილიონიანი მოსახლეობა და ნავთობიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავალი, 2020 წლის ივლისის შემდეგ აღიარა, რომ ვერ შეძლო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება და ათასობით დაქირავებულს მიმართა დახმარებისთვის, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს მრავალმხრივი მტკიცებულებები.
”დაქირავებულთა და ტერორისტთა მონაწილეობა არცახის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ არცახისა და სომხეთისათვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის და ეს საკითხი საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს”.