პოლიტიკა
ეზიდი მოხალისეები მესამე რაზმს აკომპლექტებენ ფრონტზე გასაგზავნად

აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ ომში, სომხეთში მცხოვრები ეზიდური თემის წარმომადგენლები უკვე მესამე რაზმს აკომპლექტებენ ნებაყოფლობით.
ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” ეზიდმა დეპუტატმა რუსტამ ბაკოიანმა “არმენსპრესთან” საუბრისას განაცხადა.
”ომის დასაწყისიდან ეზიდთა საზოგადოება მზად იყო მონაწილეობა მიეღო ბრძოლებში, რადგან სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, განურჩევლად ეროვნებისა, უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლოს საზღვრები. 27 სექტემბერს, საღამოს, პირველი რაზმი შეიქმნა ეზიდურ ეზიდურ სამლოცველოში. მაშინ მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ შეიქმნა მეორე, რომელიც ამჟამად სამხედრო მომზადებას გადის. ამ დროისთვის ხდება მესამე რაზმის დაკომპლექტება. ”- აღნიშნა ბაკოიანმა.