
მოსკოვი და ანკარა მჭიდრო კავშირშია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე, ამის შესახებ რუსეთის ელჩმა თურქეთში ალექსეი იერხოვმა ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა.
”პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 ოქტომბერს შედგა მოსკოვში. შედეგად, განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი, რომ მორიგების მექანიზმი უცვლელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებაზე კონცენტრირებულია მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. შეგახსენებთ, რომ თურქეთიც არის მისი წევრი. სეხვედრები შედგა მოსკოვსა და ვაშინგტონში, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხოლო ჟენევაში ჩატარდა ბოლოდროინდელი შეხვედრები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან.
რაც შეეხება მოსკოვსა და ანკარას, ცხადია, რომ ჩვენ მჭიდრო კავშირები გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. და მთავარია გავითვალისწინოთ, რომ არის ომი დაიღუპა ხალხი, ასე რომ, თუ ვინმეს ახლა თუნდაც მცირე შესაძლებლობა აქვს გავლენა მოახდინოს მოვლენების განვითარებაზე, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ ის უნდა იქნას გამოყენებული. რა თქმა უნდა, ახლა ყველამ უნდა თავი შეიკავოს იმ ნაბიჯებისაგან, რომლებიც ამ კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენს.
კითხვაზე სირიიდან და ლიბიიდან კონფლიქტის ზონაში ტერორისტების გადაყვანის შესახებ, დიპლომატმა თქვა, რომ, სამწუხაროდ, ინფორმაცია მედიიდან მოდის, რომ კონფლიქტის ზონაში სირიიდან ტერორისტები არიან და შესაძლოა სხვა ადგილებიდანაც. ”მაგალითად, მე ვნახე ვიდეოები, სადაც ტყვედ ჩავარდნილი ტერორისტები საყურადღებო ჩვენებას აძლევენ, უფრო მეტიც, არაბულ ენაზე, სირიულ დიალექტზე. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, ცხელი კონფლიქტის ზონაში ტერორისტების ყოფნა ამ დღეებში დიდი საშიშროებაა და რუსეთის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ასე რომ მათი რიცხვის არ შემცირება ნიშნავს, მის გაზრდას“, – თქვა ელჩმა.