მოხალისეებმა დაარღვიეს პრეზიდენტის ბრძანება და გადაეცათ პრეზიდენტის ჯილდოები

დღეს, არცახის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიანიანი შეხვდა თანამედროვე მოხალისე რაზმების თავისუფალ მებრძოლებს, რომლებიც არცახის პირველი ომის ლეგენდარული მეთაურების ვლადიმერ ბალაიანისა და შაჰენ მეღრიანის სახელს ატარებენ.
პრეზიდენტმა მოხალისეებს პირადად გადასცა ჯილდოები საბრძოლო მოქმედებებისთვის.
მანამდე კი, არაიკ ჰარუთიანიანმა პირველად ილაპარაკა შემთხვევაზე, თუ როგორ მოახერხა ვლადიმერ ბალაიანის მოხალისე რაზმის 5 კაციანმა ჯგუფმა აზერბაიჯანის მიერ დაქირავებული ტერორისტი მებრძოლის დაჭერა.
”როდესაც ალექსეი ბალაიანმა საღამოს დამირეკა, მან მითხრა, ჩემს წინ ტერორისტი დაქირავებულები არიანო, გვინდა წავიდეთ შევიპყროთ და მსოფლიოს მტკიცებულებები წარვუდგინოთო”, – კატეგორიულად ავუკრძალე. ვეუბნები არ გარისკო- მეთქი. უკვე დილის 07:00 საათზე ის მირეკავს და ამბობს. ჩვენ ერთი დავიჭირეთ, გვაქვს შესაძლებლობა მეორეც მოვიყვანოთო. მე რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი დაქირავებულის ხელში ჩაგდება ”, – თქვა ჰარუთიუნიანმა.
მართალია მოხალისეებმა დაარღვიეს პრეზიდენტის ბრძანება, სამაგიეროდ შეიპყრეს ასეთი მნიშვნელოვანი ტყვე.
დღეს პრეზიდენტმა გმირ მოხალისეებს შესაბამისი მთავრობის ჯილდოები გადასცა.