მთავარიპოლიტიკა

რატომ გადაწყდა მიემართათ რუსეთისათვის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ? პასუხობს სომხეთის ვიცე პრემიერი

რუსეთისათვის მიმართვის დრო  გადაწყდა სამხედრო სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახლა ხდება. ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერ მინისტრის მჰერ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე თქვა და უპასუხა კითხვას, თუ რატომ გადაწყდა რუსეთისთვის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მიემართათ.

სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების მოახლოების გათვალისწინებით, პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივი კონსულტაციების დაწყების მიზნით, რათა განესაზღვრა იმ დახმარების ოდენობა, რომელიც რუსეთმა შეიძლება უზრუნველყოს სომხეთში მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სომხეთ-რუსეთის ალიანსის საფუძველზე, გამომდინარე 1997 წ . 29 აგვისტოს ხელშეკრულებიდან.

”იყო მომენტი, როდესაც განხილვებისას  დადასტურდა, რომ ჩვენ უკვე რუსეთს უნდა მივმართოთ.  არსებობდა  სიტუაციები, რომელიც საშიში იყო, მათ შორის სომხეთის საზღვრებისთვისაც”, – თქვა გრიგორიანმა.

გრიგორიანის თქმით, სანამ რუსეთს მიმართავდნენ, განიხილეს სიტუაცია, ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო ძალების ანალიზს.

ნახეთ მეტი
Back to top button