
რუსეთის ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი შეასრულებს უსაფრთხოების ვალდებულებებს სომხეთის რესპუბლიკის წინაშე. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეარხ „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფაშინიანმა აბსურდულად მიიჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთთან კავშირი შესუსტდა, რომელიც სომხეთთან უფრო ახლოს იყო. ”რუსეთი როგორც იყო სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე, ისევე რჩება სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ. რუსეთს არ აქვს ნეიტრალიტეტი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ ყოფნის საკიტხტან დაკავშიტებით. რუსეთის ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა პუტინმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი შეასრულებს უსაფრთხოების ვალდებულებებს სომხეთის რესპუბლიკის წინაშე,” – თქვა მან.
მან განმარტა, რომ რუსეთი არის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, შუამავალი ქვეყანა და თავისი სტატუსის გამო მან გარკვეული ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს ყარაბაღის საკიტხტან დაკავშირებით. მინსკის ჯგუფის ფორმირების შემდეგ, რუსეთი არის თანათავმჯდომარე, შუამავალი ქვეყანა, რითაც ეკისრება გარკვეული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. ჯერჯერობით, მისი სტატუსი არ შეცვლილა”, – თქვა პრემიერ- მინისტრმა ფაშინიანმა.