მთავარიპოლიტიკა

სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგემ სცადა ჯავშანტექნიკის ფრონტის ხაზთან მიახლოება: არცახის თავდაცვის არმია

სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ღამით მოწინააღმდეგემ სცადა ჯავშანტექნიკის ფრონტის ხაზთან მიახლოება. ინფორმაციას არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

”თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, დაზიანდა მტრის ერთი ტანკი, ხოლო დანარჩენი ნაწილი გაიყვანეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ ღამით, საომარი მოქმედებები სხვადასხვა  ინტენსივობით მიმდინარეობდა არცახ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე. ზოგიერთი მიმართულებით მტრის დაჯგუფებები აღმოაჩინეს და გაანადგურეს თავდაცვის არმიის ნაწილებმა.

მტერმა განაგრძო სარაკეტო  სროლა მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით, მაგრამ ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია თავდაცვის არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ნახეთ მეტი
Back to top button