მთავარიპოლიტიკა

სომხეთი გააგრძელებს გადამწყვეტ ნაბიჯებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

1 ნოემბერს, საბრძოლო მოქმედებების დროს,  არცახის  თავდაცვის არმიის ნაწილებმა შეიპყრეს მეორე უცხოელი ტერორისტი, რომელიც იბრძოდა აზერბაიჯანის მხარეზე არცახის წინაარმდეგ.

სომხეთის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 ოქტომბერს არმიის თავდაცვის არმიამ ტყვედ ჩაიგდო კიდევ  ერთი შეიარაღებული ტერორისტი, რომელიც არის  მიჰრაბ მუჰამედ ალ შხირს სირიის ქალაქ ჰამადან.

სომხურმა მხარემ არაერთხელ დააყენა საკითხი თურქეთის მიერ უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების, ჯიჰადისტების, რეგიონში გადმოსროლის  შესახებ ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა “ცხელი წერტილებიდან”,  კერძოდ, სირიის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან. ზემოაღნიშნულ ფაქტი ამჟამად დასტურდება  არა მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სპეციალური სამსახურების, ჩვენი ბევრი პარტნიორის, საერთაშორისო საზოგადოების, არამედ ტერორისტების დაკითხვისას მიცემული პირდაპირი ჩვენებიდანაც.

თავიანთ ჩვენებებში ზემოხსენებულმა ტერორისტებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი აყვანის  პროცესის და ანაზღაურების შესახებ.    თუ  რა  ანაზღაურება უნდა მიეღოთ მათ „გიაურებთან“ (ურწმუნოებთან) ბრძოლაში და რა პრემიებს მიიღებდნენ მას შემდეგ თუ თავს მოჰკვეთავდნენ ურწმუნოების გვამებს.

 ჯიჰადისტების გადაადგილება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცხადყოფს თურქეთ-აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის განზრახვას გახადოს კონფლიქტი ინტერრელიგიური.

ეს არის ტერორიზმის გავრცელების სრულიად ახალი გამოვლინება, როდესაც უცხოელი შეიარაღებული ტერორისტები – ჯიჰადისტები ახლო აღმოსავლეთიდან არიან განლაგებულნი ეუთოს კონფლიქტის ზონაში, რაც სერიოზული საფრთხეა საერთაშორისო  სტაბილურობისთვის.

სომხეთი გააგრძელებს გადამწყვეტ ნაბიჯებს  საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ითანამშრომლებს  ყველა დაინტერესებულ პარტნიორთან.

ნახეთ მეტი
Back to top button