პოლიტიკა

გავრცელდა ვიდეო სირიელი ტერორისტის იუსუფ ალაბეტ ალ-ჰაჯის შესახებ

ინტერნეტში განთავსდა სირიელი ტერორისტის იუსუფ ალაბეტ ალ-ჰაჯის დაპატიმრების ვიდეო.

,, NewsS.am“– მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 ნოემბერს არცახის თავდაცვის არმიის მიერ შეპყრობილ იქნა კიდევ ერთი სირიელი დაქირავებული, იუსუფ ალაბეტ ალ-ჰაჯი. იგი დაიბადა 1988 წელს სირიის იდლიბის პროვინციის ჩესრალ შურის რაიონის სოფელ ზიადიაში. დაკითხვის დროს მან თქვა, რომ იგი დაქორწინებულია და 5 შვილი ჰყავს. მისი თქმით, არცახში “ქაფირებთან” (ურწმუნოებთან) ბრძოლისათვის მას ჰპირდებოდნენ ყოველთვიურ ხელფასს 2 000 აშშ დოლარს და 100 დოლარს “ჯილდოს” ყველა “ურწმუნოს” თავის მოკვეთაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სირიელი ტერორისტი შეიპყრო ალექსეი ბალაიანის 5-კაციანმა ჯგუფმა, არცახის ლეგენდარული  გმირის, ვლადიმერ ბალაიანის ვაჟმა. დღეს ამ ჯგუფის წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დააპატიმრეს თურქეთის მიერ აზერბაიჯანში გაგზავნილი ტერორისტული ჯგუფის წევრი, სირიელი დაქირავებული მიჰრაბ მუჰამედ ალ შხაირი. იგი თავდაცვის არმიის ნაწილებმა 30 ოქტომბერს შეიპყრეს. იგი სირიის ქალაქ ჰამაში დაიბადა.

ნახეთ მეტი
Back to top button