პოლიტიკა

გაიზრდება დაქირავებულთა როლი, აზერბაიჯანი დაეყრდნობა დაქირავებულებს. არწრუნ ჰოვჰანნისიანი

ის, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო და ქვეითი პოტენციალი გატეხილია, არ ნიშნავს რომ შეტევა აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა “თავისუფლებასთან” საუბრისას თქვა და უპასუხა ფეისბუქის მომხმარებლების კითხვაზე, რას ნიშნავს “მტრის ზურგის გატეხვა”.

”საუბარია მტრის სახმელეთო ჯარების ქვეითებსა და ჯავშანტექნიკაზე. მაგალითად, მტრის არტილერიას ნაკლები მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე ქვეითებს. საქმე იმაში არ არის, რომ ისინი იმდენად სუსტები არიან, რომ თავს არ დაესხმიან, ახლაც ბრძოლებია მარტუნის მიმართულებით. ისინი თავს დაესხმიან დაქირავებულების, თურქული ქვედანაყოფების მეთაურობით და ა.შ.”, – თქვა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

არწრუნ ჰოვჰანნისიანის თქმით, დაქირავებულთა როლი გაიზრდება. ”აზერბაიჯანი დაქირავებულებს დაეყრდნობა. მძიმე ჯავშანმანქანები ნაკლებად ჩანს ჩვენს მხედველობაში, უფრო მეტია მცირე ზომის მანქანები, რომლებიც უფრო ახლოს არიან დაქირავებულთა ტაქტიკასთან. ”

ნახეთ მეტი
Back to top button