
თურქებმა წაბილწეს ლიონში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს შენობა. ამის შესახებ France 24-ის ჟურნალისტმა აჩრენ ვერდიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, აქვეა ფოტოც.
”ახალი ანტი-სომხური წარწერა გამოჩნდა ლიონში სომხეთის გენერალური საკონსულოს კედელზე, რომელიც ახსენებს სომხეთის გენოციდს და ასევე „რუხი მგლების“ ერთგულებას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი”, – წერს ვერდიანი.