მთავარიპოლიტიკა

თურქეთის მოთხოვნით, ალიევმა თანამდებობდან გაათავისუფლა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: War gonzo

რუსული პროექტის  War gonzo-ს   Telegram არხის ცნობით, თურქეთმა გაათავისუფლა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი რუსეთთან არსებული კავშირის გამო. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ War gonzo-ს წყაროებმა სტამბოლიდან განაცხადეს.

პროექტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი დე ფაქტო გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან  რუს გენერლებთან მჭიდრო კავშირის გამო.

აღნიშნულია, რომ ჰასანოვმა დაამთავრა ბაქოს გენერალური სამხედრო სარდლობის კოლეჯი 1980 წელს, მსახურობდა გერმანიაში განლაგებულ საბჭოთა ჯარებში 1985 წლამდე, ხოლო გერმანიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ 1993 წლამდე, მან გააგრძელა სამსახური ციმბირის სამხედრო რაიონში.  ”ბუნებრივია, რომ მისი კავშირები რუსი კოლეგებთან რჩება. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნაჯმედინ სადიხოვის სკანდალის შემდეგ, თურქეთის სპეცსამსახურებმა მოსთხოვეს ალიევს გაეტავისუფლებინა  რუსეთში სწავლა  მიღებული ყველა გენერალი.  War gonzo-ს სტამბოლის წყაროების   ცნობით, ალიევმა  დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ამ დროისთვის აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ჰასანოვს არ აქვს წვდომა ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე,  მან დაკარგა წვდომა გადაწყვეტილების მიღების ყველა მექანიზმზეც”, – წერს პროექტის Telegram არხი.

ნახეთ მეტი
Back to top button