
ერევანში, გაეროს ოფისთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათ მოაწყვეს სიმბოლური დაკრძალვა, მოიტანეს გვირგვინი და კუბო და განათავსეს შენობის მახლობლად. გვირგვინზე წერია. ”სომხური საზოგადოებისგან გაეროს ხსოვნას”.
აქციის მონაწილეები საკმეველს ეწეოდნენ და სამგლოვიარო მუსიკა უკრავდა. გვირგვინსა და კუბოზე გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარის, თურქეთის წარმომადგენლის, ვოლქან ბოზქირის ფოტოა.
ამ ქმედებით მოქალაქეებმა გამოხატეს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ 27 სექტემბერს, თურქეთ-აზერბაიჯანულ-ტერორისტული აგრესიის შემდეგ, გაეროს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ აგრესიის თავიდან ასაცილებლად.