მთავარიპოლიტიკა

პუტინი ესაუბრა ფაშინიანს და ალიევს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. სატელეფონო საუბრების დროს განიხილეს სიტუაცია მთიან ყარაბაღში, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.

”შესაბამისად, 1 და 2 ნოემბერს შედგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. დეტალურად განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი 9 ოქტომბერს გაემგზავრნენ მოსკოვში კონსულტაციების ჩასატარებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივი შეხვედრა თითქმის 11 საათს გაგრძელდა და დასრულდა შეთანხმების მიღებით, რომელიც შეიცავს კონფლიქტის დარეგულირების ოთხ პუნქტს.

კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბერს, 12:00 საათიდან, დამყარდება ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნებისათვის, სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებულთა და დაზარალებულთა გაცვლისთვიის, საერთაშორისო წითელი ჯვრის სტანდარტების შესაბამისად. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანმა განაგრძო არცახის დაბომბვა.

17 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მიაღწიეს მეორე შეთანხმებას. გადაწყდა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე.

ამასთან, 18 ოქტომბერს დილით არცახის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 07:20 საათზე, აქტიური საარტილერიო ცეცხლის შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს შეტევა სამხრეთის მიმართულებით. ორივე მხრიდან იყო მსხვერპლი.

26 ოქტომბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მესამე თარიღზე, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო 2020 წლის 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე. მაგრამ, აზერბაიჯანმა დაარღვია მესამე შეთანხმება.

ნახეთ მეტი
Back to top button