მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა მიულოცა გახარიას

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

”სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წარმატება უსურვა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

სატელეფონო საუბრის დროს, ფაშინიანმა და გახარიამ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ-სამეზობლო ურთიერთობებს.

ნახეთ მეტი
Back to top button