მთავარიპოლიტიკა

ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონალური ხდება, და მასში დომინანტურ როლს ასრულებს თურქეთი. ექსპერტი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვა უნდა განხორციელდეს რეგიონულ ჭრილში, რასაც აქტიურად უწყობს ხელს თურქეთი, პრესკონფერენციაზე განაცხადა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის კათედრის ხელმძღვანელმა ვაჰრამ პეტროსიანმა.

 ”სერიოზული ცვლილებები მოხდა ომის (არცახის) განვითარებაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტის საზღვრების გაფართოებაა”, – აღნიშნა მან.

პეტროსიანის თქმით, ომის დაწყებისთანავე ცხადი ხდება, რომ თურქეთმა ყველა ღონე იხმარა კონფლიქტის ”სირიულად” გადასაქცევად, დაქირავებულების და ექსტრემისტი ისლამისტების ჩართვით.

მან ასევე აღნიშნა თურქეთის პოზიციის განმტკიცება, რაც აფართოებს მის გავლენის სფეროს და, ფაქტობრივად, კონფლიქტს ხდის სომხურ-თურქულს.

”თურქეთმა მოახერხა კონფლიქტში იმდენად ღრმად ჩართვა, რომ ახლა, ფაქტობრივად, საქმე გვაქვს თურქეთის დომინანტურ როლთან აზერბაიჯანში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე. ”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე პასუხი მივიღეთ არა ბაქოდან, არამედ ანკარადან”, – თქვა პეტროსიანმა.

მან ასევე შეახსენა აქტიური პროპაგანდის შესახებ, რაც “ანკარაში შედგენილი სცენარია”.

”ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ იყო შესული, მაგრამ ტექსტი იმის შესახებ, რომ სომხურმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მზად იყო”, – თქვა პეტროსიანმა.

მისივე თქმით, თურქეთმა მოახერხა ის, რომ როგორც სომხეთმა, ასევე მსოფლიო საზოგადოებამ ამ ეტაპზე მეტი ყურადღება მიაქციოს ანკარის განცხადებებს, ვიდრე ბაქოს განცხადებებს, ისინი მიიჩნიონ უფრო საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი.

ნახეთ მეტი
Back to top button