პოლიტიკა

ყარაბაღში მიმდინარე დაბომბვები შეიძლება ჩაითვალოს საომარ დანაშაულად

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მის გარშემო დაბომბვები  არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შეიძლება გაიგივდეს საომარ  დანაშაულებთან.

”ჩვენ განმეორებით მოვუწოდებთ მხარეებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან აიცილონ მშვიდობიანი მოსახლეობის , თავიდან აიცილონ ან შეამცირონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება, განასხვაონ სამოქალაქო მოსახლეობა და საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები. ამის ნაცვლად, სახლები დაანგრიეს, ქუჩები ნანგრევებად გადაიქცა, ხალხი იძულებული გახდა გაქცეულიყო ან სარდაფებში ეძია უსაფრთხოება”, – თქვა ბაჩელეტმა.

უმაღლესმა კომისარმა შეახსენა, რომ შეტევა შერჩევითი პრინციპის ან პროპორციულობის პრინციპის დარღვევით შეიძლება გაიგივდეს საომარ  დანაშაულებთან.

”კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან ეფექტურად, ოპერატიულად, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიონ ასეთი დარღვევები, დაადგინონ სავარაუდო დამნაშავეები. ასეთი შეტევები უნდა შეწყდეს და პასუხისმგებელი პირები პასუხს უნდა აგებდნენ მათი შესრულების ან ბრძანებების გაცემის გამო“, – თქვა ბაჩელეტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button