მთავარიპოლიტიკა

”ჩვენ აზერბაიჯანში 18 ოქტომბრის გამთენიისას ჩავედით“: ახალი დეტალები დაქირავებულთა დაკითხვიდან

სირიელმა დაქირავებულმა, რომელიც ნასამართლევი იყო საკუთარი ძმის მკვლელობისთვის, შესანიშნავი დეტალები მოჰყვა.  მისივე თქმით, 250 სირიელმა დაქირავებულმა გადაკვეთა თურქეთის საზღვარი და თურქეთის სამხედრო ძალების კონტროლით აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა საერთაშორისო დონეზე უკვე განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს სირიელ დაქირავებულებსა და ტერორისტებს, ოფიციალური ბაქო კვლავ ამტკიცებს, რომ მსგავსი რამ არ არსებობს.

თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წარმოდგენილია ახალი დეტალები ერთ-ერთი ტყვედ მყოფი სირიელი დაქირავებულის დაკითხვის შესახებ.

მაგალითად, მიჰრაბ მუჰამედ ალ შხაირი ერთხელ უკვე ნასამართლევია საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ძმის მკვლელობისთვის.

”პოლკოვნიკი მაჰმუდის მოვალეობა იყო შესაფერისი ჯარისკაცების პოვნა. სულ 250 ადამიანი შეირჩა, რომლებიც დაყვეს 50-50 კაციან ჯგუფებად. ჩვენ რიგში დავდექით  და თურქეთის საზღვრამდე მივედით. მესაზღვრეებმა არაფერი გვითხრეს, მათ კითხვაც კი არ დაუსვამთ”, – თქვა ალ-შაქირმა.

250-მა ადამიანმა გადაკვეთა თურქეთის საზღვარი, პოლიციის კონტროლის ქვეშ აეროპორტში გადაიყვანეს და თურქეთის სამხედრო ძალების კონტროლირებად თვითმფრინავში ჩასხდნენ. დაქირავებულის თქმით, თვითმფრინავში თურქი ჯარისკაცი იმყოფებოდა, რომელმაც სწრაფად მიხურა კარი. დაქირავებულები აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

”ჩვენ აზერბაიჯანში 18 ოქტომბრის გამთენიისას მივედით. აზერბაიჯანის სამხედროების თანხლებით,ჩვენ  ერთ-ერთ ადგილობრივ სამხედრო ობიექტში მიგვიყვანეს.  მოგვაწოდეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იარაღი და ფორმა. აბუ ჰამშანი ჩვენთან იყო და მას მანქანა მგამოუყვეს”, – თქვა ალ შხირმა.

მან აღნიშნა, რომ ადგილზე 250 სირიელი დაქირავებული დაგვხვდა, იყო აგრეთვე  70 დაჭრილი თუ  მოკლული სირიელი დაქირავებული. ალ შხაირის თქმით, როგორც კი ისინი აზერბაიჯანში ჩავიდნენ, უკვე აშკარა იყო, რომ მათ ყარაბაღის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევდათ. მათ უთხრეს, რომ სოფელში შესვლისას არავინ უნდა დარჩეს ცოცხალი, მათ შორის სამოქალაქო პირებიც.

არცახის  წინააღმდეგ ომის პირველივე დღეებიდან ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიიდან აზერბაიჯანში გაგზავნა დაქირავებულები, სადაც ისინი  გამოიყენეს არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმაც.

რია ნოვოსტის ცნობით, 16 ოქტომბერს 1000-ზე მეტი ბოევიკი გადაიყვანეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

ნახეთ მეტი
Back to top button