
ბაქოელი გენერლები – თურქების მიერ ჯარის მართვიდან მათი ფაქტობრივად მოხსნის შემდეგ – დეპარტამენტის შიგნით არეულობის დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ იტყობინება პროექტი @wargonzo, სტამბოლის წყაროებზე დაყრდნობით.
”აზერბაიჯანელი შიიტი ოფიცრები აღშფოთებული არიან იმით, რომ მათ ფრონტზე მეთაურობენ თურქული სპეცსამსახურები და რადიკალური სუნიტების მოძღვრების პრო-თურქული ტერორისტული ჯგუფების საველე მეთაურები.
ალიევიც ასევე კარგავს კონტროლს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ახლა მის გარემოცვაში შიდაკლანური კონფლიქტი გაჩაღდა. ფაშაევების – ალიევის ცოლის – კლანი ითხოვს მისგან ანკარის გარე კონტროლზე სრულ გადასვლას. უფრო მეტიც, მისგან ამის გაკეთებას ახლავე მოითხოვს. თავად ალიევი ცდილობს უფრო ეშმაკური თამაში ითამაშოს, მოსკოვთან დიალოგის იმიტაციას ახდენს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის რადიკალურად სკანდალური გაწყვეტა. ამავე დროს, მას მშვენივრად ესმის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ერდოღანის ქვეშ ყოფნა.
მოკლედ, აზერბაიჯანის ლიდერი აღმოჩნდა მრავალ ვექტორულ სიტუაციაში”, – წერს @wargonzo.