მთავარიპოლიტიკა

ახლო აღმოსავლეთიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადმოყვანილმა დაქირავებულთა რიცხვმა 2000 მიაღწია: ლავროვი

რუსეთი მოუწოდებს უცხოელ პარტნიორებს, გამოიყენონ თავიანთი რესურსები, რათა თავიდან აიცილონ დაქირავებული სამხედრო პირების შუა აღმოსავლეთიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადმოყვანა, რომელთა რიცხვმა უკვე 2000 მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციით და ახლო აღმოსავლეთიდან ბოევიკების მონაწილეობით. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უცხოელ პარტნიორებს, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, რომ არ დაუშვან დაქირავებულთა გადაყვანა, რომელთა რაოდენობა კონფლიქტის ზონაში, არსებული მონაცემებით, უკვე უახლოვდება ორი ათასს. ამ თემას განსაკუთრებით შეეხო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 27 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს, აგრეთვე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან რეგულარული კონტაქტის დროს. ჩვენ დაჟინებით ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების წინ წაწევას სხვადასხვა არხებით”, – თქვა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button