მთავარიპოლიტიკა

„ერთი სოფელი რამდენჯერ უნდა გაათავისუფლო?“ – აზერბაიჯანელები ალიევს!

ერევანში გამართული ბრიფინგის დროს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა მიუთითა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაზე გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ.

”მის ჩანაწერებში ადგილი აქვს  წინააღმდეგობებს, რომლებსაც ჩვენ და არამარტო ჩვენ, არამედ აზერბაიჯანელებიც ხედავენ, რომლებიც ფორუმებზე დასცინიან ალიევს და ამბობენ:

„საკმარისი არ არის ერთი და იგივე სოფლების რამდენჯერმე განთავისუფლება“ ?

საქმე იმაშია, რომ ალიევმა განაცხადა ზანგელანის და ჯაბრაილის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლების აღების შესახებ. მანამდე კი უთქვამს, რომ ეს ორი რეგიონი მთლიანად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარებაო.

”მე ვერ ვიტყვი, თუ ამ მხარეში სომხების რომელი ტერიტორიები იმყოფება, ეს სამხედრო საიდუმლოებაა, თუ ოფიციალურად არ ვახსენებთ კონკრეტულ სოფლებს, ესე იგი საჭირო არ არის“,  – თქვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button