
მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული ტერორიზმისგან. მწუხარება გამოთქვა რა ვენაში მომხდარი ტერაქტების გამო, ამის შესახებ განაცხადა არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
”გუშინ ღამით ავსტრიაში, ვენაში განხორციელებულმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა არ შეიძლება იყოს შერჩევითი, რადგან ეს უდიდესი საფრთხეა ჩვენი დროის კაცობრიობისთვის”, – აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.
მან თქვა, რომ თვეზე მეტია, რაც არცახი გახდა ტერორიზმის სამიზნე მთელი საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, რომელიც ებრძვის სამხრეთ კავკასიის ტერორიზმის ახალ კერად გახდომისთვის აზერბაიჯანისა და თურქეთის მისწრაფებებს და მცდელობებს.
უფრო მეტიც, არცახის მოსახლეობა ექვემდებარება ტერორიზმს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს, განიცდის დიდ ადამიანურ და მატერიალურ ზარალს. ჰარუთიუნიანმა აღნიშნა, რომ იგი მკაცრად გმობს ტერორიზმის, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით სამოქალაქო პირების სამიზნეში ამოღების ნებისმიერ მცდელობას. მისი თქმით, მკაცრად უნდა იქნას დაგმობილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მომხრეების, დამფინანსებლებისა და განმახორციელებლების, ასევე სიძულვილის ნიადაგზე ძალადობის წამქეზებლების გამართლების ნებისმიერი ქმედება.
”არცახის რესპუბლიკა განაგრძობს ამ პრინციპების დაცვას და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.