მთავარიპოლიტიკა

„ნუ წამოხვალთ სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად, უმჯობესია დარჩეთ ღარიბნი“: მეორე სირიელი ტერორისტის ნაამბობი

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანილი  მეორე სირიელი ტერორისტის, 32 წლის იუსეფ ელ აბედ ელ ჰაჯის მიერ მიცემულ  ჩვენებას ასაჯაროებს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ელ ჰაჯი სირიის პროვინციაში, იდლიბში, სოფელ ზიადიაში დაიბადა, სკოლაში არ დადიოდა, წერა-კითხვა არ იცოდა და მესაქონლეობას ეწეოდა. მას ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი. მეზობელმა იბრაჰიმმა მას აზერბაიჯანში წასვლა შესთავაზა.

”მან თქვა, რომ იქ სამხედრო წვრთნებში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ყოველთვიურად  $ 2000 გადაგვიხდიანო. მამა და ცოლი წინააღმდეგი იყვნენ ჩემი წასვლისა. გავიგე, რომ სხვა მეზობელი სოფლების კაცებიც  წამოსულან, ამიტომ წასვლა გადავწყვიტე”, – თქვა ალ-ჰაჯიმ.

მას უთხრეს, რომ თან არაფერი წამოეღო, მათ შორის პასპორტიც. დაქირავების ადგილზე 20-40 წლის მამაკაცებს ირჩევდნენ. სულ 500 ადამიანი აირჩიეს. სირიელები 10 ავტობუსით გადაიყვანეს სირიისა და თურქეთის საზღვარზე. მათთვის თურქეთის საგუშაგოსთან არაფერი უკითხავთ, არც დოკუმენტები გადაუმოწმებიათ. შემდეგ სირიელები ავტობუსით გაემგზავრნენ თურქეთის აეროპორტში, საიდანაც ისინი აზერბაიჯანში გაფრინდნენ.

”აზერბაიჯანში აზერბაიჯანელ-თურქი ჯარისკაცები დაგვხვდნენ. მოგვცეს ყელსაბამები, რომელზეც იყო ნომრები, ფორმა, იარაღი, ტყვიამფრქვევები და ტყვიები. მათ ჯავშანი ეცვათ, მაგრამ ჩვენთვის არ მოუციათ”, – ამბობს სირიელი.

18 ოქტომბერს ისინი არცახის მიმართულებით გადაიყვანეს. მეთაურმა  აბუ ჰამშან შეიხ იბრაჰიმმა თქვა, რომ თუ ისინი გაიქცევიან ან უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ მათ ფეხში ესროდნენ. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ სომხური სოფელი უნდა დაიკავონ და იქ ყველას კლავენ.

„თუ სომეხს თავს მოვკვეთავდით თითო თავისათვის   100 $ გადაგვიხდიდნენ და ამისათვის დანები მოგვცეს. მათ თქვეს, ვისაც ეშინია, წამლები დალიოსო. ეს იყო მრგვალი აბი, რაც მიღების შემდეგ ადამიანს თიშავდა. მე არ დამილევია“, – ამბობს სირიელი.

არცახის სოფელში შესვლისას სომხებმა ცეცხლი გახსნეს  მათი მიმართულებით. დაიღუპა 15 ადამიანი, ბევრი დაშავდა. ტერორისტი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ჯარმა იგი მარტო დატოვა ხუთი დღის განმავლობაში დაჭრილ მდგომარეობაში, შემდეგ კი მან გადაწყვიტა დანებებულიყო და სომხეთის პოზიციებისკენ დაიძრა.

ტყვედ ჩაბარებისას სომხებმა ნიშანი მისცეს და აგრძნობინეს რომ შეუძლია  მიუახლოვდეს. მას საკვები და წყალი მისცეს. მისი თქმით, აზერბაიჯანელები ცდებიან, როდესაც სომხებს ურწმუნოს უწოდეს.

”აზერბაიჯანელები ნამდვილი ურწმუნოები არიან, მე ვარ ურწმუნო, რომ მოვედი ამ კარგი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად. ნებისმიერი ადამიანი, ვინც აზერბაიჯანში აპირებს წასვლას, არ უნდა გადადგას ასეთი ნაბიჯი, რადგან სომხები ძალიან კეთილი ხალხია, მათ სიკვდილისგან გადამარჩინეს. მაშინაც კი, თუ ღარიბი ხართ და ფული გაინტერესებთ, ნუ ჩამოხვალთ სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად, უმჯობესია დარჩეთ ღარიბნი”, – ამბობს ელ ჰაჯი.

შეგახსენებთ, რომ იუსეფ ელ აბედ ელ ჰაჯი სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 1 ნოემბერს შეიპყრო. იგი დააკავეს, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლით (საერთაშორისო ტერორიზმი), 390-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1-ლი პუნქტით (შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები) 395-ე მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული პირი).

ნახეთ მეტი
Back to top button