
პრემიერ მინისტრის მთავარმა მრჩეველმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა განუცხადა “Haykakan Zhamanak” – ს, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის 1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი შეასრულებს სომხეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს საჭიროების შემთხვევაში. ჰარუთიუნიანის თქმით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია სომხეთის პრემიერ-მინისტრის წერილის შემდეგ. ზუსტდება რუსეთის ჩარევის ზომა, ტიპი და აუცილებლობა.
”ასე რომ, ყველაფერი ვითარების შესაბამისად მიდის. ახალი არ არის, რომ რუსულმა მხარემ უნდა მიიღოს ზომები, მან ეს უკვე გააკეთა,” – ირწმუნება ნიკოლ ფაშინიანის მთავარი მრჩეველი.