პოლიტიკა

პუტინს იმედი აქვს, რომ ყარაბაღის საკითხს დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტს

რუსეთი მუდმივ კონტაქტშია სომხეთთან და აზერბაიჯანთან ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თემაზე და იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება შედეგების მიღწევა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. „რია ნოვოსტის“  ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებთან ვიდეო კონფერენციის დროს განაცხადა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე ყველაფერს აკეთებს ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

”ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კონტაქტი გვაქვს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ლიდერებთან. ”იმედი მაქვს, რომ შევძლებთ მივაღწიოთ შედეგს, რომელიც დააკმაყოფილებს რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს”, – თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღში ვითარების მოგვარება მშვიდობიანად შეიძლება, ომის გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button