მთავარიპოლიტიკა

რუსეთმა ადრე თუ გვიან უნდა დაიცვას სომხეთი და არცახი: ვლადიმერ ლეპეხინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი ვლადიმერ ლეპეხინი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ადრე თუ გვიან უნდა დაიცვას სომხეთი და არცახი, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს მომავალში რუსეთისაგან შეიძლება თითქმის აღარაფერი დარჩეს. ამის შესახებ ვლადიმერ ლეპეხინმა „რუსნექსის“ ვებ – გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

რუსმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უკვე  კარგა  ხანია აღარ არის ადგილობრივი პრობლემა.

”უკვე ცხადია, რომ ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტი ადგილობრივი არ არის. რეგიონში დაიწყო დიდი გეოპოლიტიკური თამაში, რომელიც უკავშირდება იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, შუა აზიის ქვეყნებში, საქართველოში ხდება და ხვალ ისინი სრულად იქნება წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”, – წერს ლეპეხინი.

პოლიტიკოსი ასევე შეეხო თურქეთის მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის საზღვართან ახორციელებს ტერორისტულ  აქტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button