მთავარიპოლიტიკა

უეფამ დასაჯა საფერბურთო კლუბ “ყარაბაღის” სპიკერი

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფამ) დროებით გაათავისუფლა აზერბაიჯანის “ყარაბაღის” საფეხბურთო კლუბის პრესმდივანი ნურლან იბრაჰიმოვი. ინფორმაცია გამოქვეყნდა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

მანამდე “ყარაბაღის” საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე მოუწოდა განადგურებით მოეკლათ ყველა სომეხი – ქალები, ბავშვები, მოხუცები. მან ასევე გაამართლა თურქეთის მიერ სომხური გენოციდის ფაქტი. მოგვიანებით იბრაჰიმოვმა პოსტი წაშალა, მაგრამ ასობით მომხმარებელმა ნახა და შეინახა.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მიმართა და აზერბაიჯანული “ყარაბაღის” საფეხბურთო კლუბის დასჯა და ევროთასებიდან მოხსნა მოითხოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button