ტერორიზმთან ბრძოლა დღეს გახდა სომხეთის ნომერ პირველი პოლიტიკური საკითხი. ამის შესახებ სრ– ს საგარეო საქმეთა და საფინანსო – საკრედიტო – საბიუჯეტო საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზორაბ მნაცაკანიანმა.
”ჩვენი თანამემამულეები არცახში და სომეხი ხალხი რეალურად იბრძვიან სამი მტრის: თურქეთის, საერთაშორისო ტერორისტული ბოევიკების და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ტერორისტული ბოევიკების გამოჩენა ჩვენს რეგიონში უფრო მეტად გამოწვევაა უფრო ფართო კონტექსტში, ვიდრე მხოლოდ ჩვენთვის. შედეგები მართლაც სერიოზულია. მე არ ვიცი, რით ფიქრობდნენ ბაქოში, როდესაც მათ ამ ომში შემოჰყავდათ ბოევიკები”, – აღნიშნა მნაცაკანიანმა.
მისი თქმით, რეგიონში ტერორისტების ყოფნა საფრთხეს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთაც კი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სომხეთი აქტიურ დიალოგშია როგორც რეგიონთან, ასევე უფრო შორეულ ქვეყნებთან.
ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” დეპუტატი არტაკ მანუკიანი, დაინტერესდა, უნდა დაიცვას თუ არა სომხეთმა საფრანგეთის მაგალითი და აკრძალოს თურქული ექსტრემისტული დაჯგუფება “რუხი მგლები”-ს და სხვა ტერორისტული ჯგუფების საქმიოანობა მის ტერიტორიაზე. ზოჰრაბ მანცაკანიანმა უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება ამჟამად დამოკიდებულია სომხეტის დიპლომატიური დიალოგის შედეგებზე და პირობა დადო, რომ ამ კითხვაზე უფრო დაწვრილებით უპასუხებს მოგვიანებით.
არცახის წინააღმდეგ აღვირახსნილი ომის პირველივე დღეებიდან ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიიდან აზერბაიჯანში გაგზავნა დაქირავებულები, არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ მათი გამოყენების მიზნით. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმაც.
,,რია ნოვოსტის“ ცნობით, 16 ოქტომბერს 1000-ზე მეტი ბოევიკი გადაიყვანეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.
ცნობილია, რომ 1,5-2 ათასი დოლარს ჰპირდებიან სირიელ ტერორისტებს ერთი თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ინფორმაცია დაადასტურეს არა მხოლოდ სომხეთ-ყარაბაღის ხელისუფლებამ, საერთაშორისო მედიამ და უცხოელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, არამედ სირიის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებამ.
აღსანიშნავია, რომ სომხურმა მხარემ უკვე მოახერხა 2 სირიელი დაქირავებული ტერორისტის ტყვედ აყვანა. პირველი მათგანი, მეჰრედ მუჰამედ ალშხერი შეიპყრეს 30 ოქტომბერს, ხოლო მეორე, იუსეფ ელ აბედ ელ ჰაჯი, სომეხმა ჯარისკაცებმა 1 ნოემბერს შეიპყრეს. მათ უკვე მისცეს ჩვენება და აცხადებენ, თუ რა პირობებში არიან დაქირავებული.