მთავარიპოლიტიკა

განცხადებები აღარ არის საკმარისი: მნაცაკანიანი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე ონლაინ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მოითხოვა, რომ ევროპამ კონკრეტული ზომები მიიღოს თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ,  განცხადებების გაკეთების ნაცვლად.

„ჩვენ ვიზიარებთ თქვენს შეფასებებს, თქვენს განცხადებებს. მაგრამ განცხადებები აღარ არის საკმარისი! ევროსაბჭომ უნდა მტკიცედ უნდა განიზრახოს დაიცვას არცახის რიგითი მოქალაქეების ცხოვრების უფლება, როგორც ამას მოითხოვს ევროპული სასამართლო სომხეთის განცხადების საფუძველზე,” – თქვა მნაცაკანიანმა.

მან აღნიშნა, რომ უნდა იქნას მიღებული ზომები და თურქეთი იძულებული გახდეს შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რაც კონვენციით გათვალისწინებული არცახის  მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევას გამოიწვევს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა მიიღონ საჭირო ზომები კონფლიქტის ზონაში შეუფერხებელი შესვლის უზრუნველსაყოფად.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ევროპის საბჭოში გაწევრიანებისთანავე, სომხეთის მსგავსად, ვალდებულება აიღო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. ახლა ის არღვევს ამ ვალდებულებას და ღიად აღიარებს, რომ აპირებს კონფლიქტის მოგვარებას ძალის გამოყენებით. ევროპის საბჭო ვალდებულია დაარეგისტრიროს ეს დარღვევა.

”ეს გადამწყვეტი მომენტია მსოფლიო წესრიგისთვის. მრავალფეროვნება მოითხოვეს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფას.  დღეს მრავალფეროვნება კრიზისს განიცდის.  მისი მომავალი დამოკიდებულია თითოეული სახელმწიფოს ფართო ერთიანობაზე, ეს არის ევროპის საბჭოს მიზანი. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილის პასუხისმგებლობა ამ საკითხში და სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. სხვანაირი მოქმედებას მივყავათ კრიზისამდე, ევროსაბჭოს მორალური კრიზისამდე, ღირებულებითი სისტემის კრიზისამდე”, – თქვა მნაცაკანიანმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა შეახსენა, რომ სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია არცახის  წინააღმდეგ, თურქული შეიარაღებული უცხოელი ტერორისტების უშუალო მონაწილეობით, რასაც თან ახლავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, რომელიც მიზნად ისახავდა არცახის მკვიდრი მოსახლეობის განადგურებას. თურქეთის მიერ აზერბაიჯანში შეიარაღებული ტერორისტების განლაგება არღვევს ევროკავშირის მინიმუმ სამ კონვენციას, რომელსაც ხელი მოაწერეს ორმა ქვეყანამ.

ათიათასობით ადამიანი – ბავშვები, ქალები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – ახლა დევნილები არიან, განადგურებულია მათი სახლები, ინფრასტრუქტურა და რელიგიური ინსტიტუტები.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ტყვეების სასტიკი მოპყრობა და ტყვეთა მკვლელობა სერიოზული დანაშაულია. ეს ფაქტი დაადასტურა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, რომელმაც გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების არასასამართლო წესით სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იყენებენ თეთრ ფოსფორს არცახის ტყეების დასაწვავად, რაც ეწინააღმდეგება ამ ბოლო დროს ადამიანის უფლებისა და გარემოს დაცვისადმი მიმართულ ძალისხმევას. არცახში  ჰუმანიტარული კრიზისია, ამის შესახებ ილაპარაკა ევროპისსაბწოს პარლამენთტაშორისო ასაბლეის   გენერალურმა მდივანმაც.

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მომხრეა ცეცხლის შეწყვეტის, რამდენჯერმე სცადა მისი დამყარება, მაგრამ აზერბაიჯანმა ჩაიშალა ყველა მცდელობა.

მნაცაკანიანის თქმით, სომხეთი ეთანხმება ევროპას უარყოფილი იქნას სიძულვილის ენა.  მაგრამ ეს ორი მეზობელი ერი უკვე ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობს სიძულვილის რიტორიკით. რაც  ნათლად არის ნათქვამი ევროპის საბჭოს მონიტორინგის ანგარიშებში“, -თქვა მნაცაკანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button