
თურქეთში განიხილეს აზერბაიჯანის ნატოში წევრობის შესაძლებლობა. როგორც იუწყება “არმენპრესი”, სააგენტო Anadolu–ზე დაყრდნობით, უსაფრთხოების საკითხებით თურქიმა ანალიტიკოსმა მეთე იარარმა არ გამორიცხა აზერბაიჯანის ნატოში წევრობის შესაძლებლობა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის როლზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს რეგიონში კიდევ ერთი პრობლემის ქონა, მაგრამ არ გამორიცხა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდნენ, რაც რუსეთისთვის დიდი ”კოშმარი” და ”უბედურება” იქნება.