მთავარიპოლიტიკა

კომპანია Garmin-ი იძიებს თურქული Bayraktar- ში მისი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობის ფაქტს

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Garmin-ი  გამოეხმაურა სომხური საზოგადოების შეშფოთებას Bayraktar- ის თვითმფრინავებში მათი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

„Garmin-ის აცნობეს, რომ ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი გამოყენებულია „ბაირაქტარის“ უპილოტოებში, რომლებიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღში (არცახში) უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად გამოიყენება. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ძალადობას და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია კომპანიის  წერილში ამერიკის სომხური  ეროვნული კომიტეტისადმი.

„Garmin-ის  პროდუქტები, რომლებიც ამ თვითმფრინავებში გამოიყენება, არის კომერციული, არასამთავრობო და ფართოდ ხელმისაწვდომი შესასყიდად. ეს არ არის გამიზნული სამხედრო და არც უპილოტო საჰაერო ხომალდებისათვის.

”ჩვენ ვიკვლევთ, თუ როგორ მოხვდა ჩვენი პროდუქტი ამ თვითმფრინავებში და გამოძიების შემდეგ ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ, რომ მომავალში ჩვენი პროდუქტი ამ გზით არ იქნას გამოყენებული,” – თქვა კომპანიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button