
4-5 ნოემბრის ღამეს ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით შენარჩუნდა შედარებით სტაბილური დაძაბულობა. მტრის ძალები განსაკუთრებით აქტიურობდნენ აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში და სამხრეთით.
მტრის შემტევი ჯგუფების მიერ განხორციელებული მრავალჯერადი შეტევები თავდაცვის არმიის ნაწილებმა წარმატებით შეაჩერეს. მტერმა განიცადა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის სერიოზული დანაკარგები.
მტერმა შეტევა სცადა ჩრდილოეთ ნაწილში ორი შემტევი ჯგუფით, რომლებიც დროულად შემჩნეულ იქნა და განადგურდა არმიის ქვედანაყოფების მიერ.
დღის განმავლობაში მტრის ძალების სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლის სამიზნე კვლავ დარჩა არცახის მშვიდობიანი დასახლებები.
ამ მომენტისთვის, მოცემულ მიმართულებებში მტრის ძალების მხრიდან შეტევის მცდელობები გრძელდება.
ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარება მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ კონტროლდება თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების მიერ.